წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 5 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 21 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი იანვარი 30, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2009 წლის 30 იანვრის N 5 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 98-ე მუხლის,  177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. № 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” შპს ”მაქსტელკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე - - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი) გადატანილ იქნეს 2009 წლის 06 თებერვლის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. 2009 წლის 30 იანვრის N 5 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”ინფოტელი”-ს განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში სს ”ეგრისის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი.ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

გ) “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწე);  

2. 2009 წლის 30 იანვრის N 5 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                               ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 ზ. ნონიკაშვილი               

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები