საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009
მიღების თარიღი მაისი 01, 2009
გადაწყვიტა:
1. 2009 წლის 1 მაისის N 22 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ”ახალ ქსელებს” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 142 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
ბ) შპს ”საქართველოს ტელეკომს” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის 149 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა).
2. კომისიის 2009 წლის 1 მაისის N 22 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
