წვდომის მენიუ

შპს ”რადიო არტისთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 214 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009

მიღების თარიღი მაისი 01, 2009

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს  ”რადიო არტმა”  კომისიას  მიმართა  განცხადებებით (შემოსული №7/180-09,12.03.09,  №7/93-09, 25.03.09) ქ.თბილისში, სტუდიიდან (კოსტავას ქ. №68), სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

      კომისია აღნიშნავს ,რომ შპს ”რადიო არტი” ფლობს საეთერო რადიომაუწყებლობის   ლიცენზიას № B52 (ვადა 31.12.2011) და საერთო რადიომაუწყებლობას ახორციელებს აღნიშნული ლიცენზიის პირობების შესაბამისად საქართველოს 8 ქალაქში, მათ შორის ქ.თბილისში, FM დიაპაზონის 101.9მჰც სიხშირეზე, 1კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

       ქ.თბილისში, შპს  ”რადიო არტის” მიერ,  სტუდიიდან (კოსტავას ქ. №68),  სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, კომისიის მიერ წინასწარ შერჩეულ იქნა სიხშირე  13010.0მჰც ± 3.5 მჰც.  აღნიშნული სიხშირის გამოყენების შესახებ შპს ”რადიო არტმა” კომისიას მიმართა თანხმობის წერილით №13/04.2009  (შემოსული №7/130-09,14.04.09).

         სიხშირე გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს  ”რადიო არტს”   რადიოსარელეო სიხშირე 13010.0მჰც ± 3.5 მჰც,  ქ.თბილისში,  სტუდიიდან (კოსტავას ქ. №68), სატელევიზიო ანძამდე, რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, №B52  ლიცენზიის  მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);  

2. აღირიცხოს შპს  ”რადიო არტისთვის”   მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”რადიო არტისთვის”     სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის   შპს  ”რადიო არტისთვის”    ჩაბარებისთანავე.   

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                        ს.ბრიტანჩუკი                                                               

კომისიის     წევრის                                                                          

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                            კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                          ა.სიხარულიძე                                                                        

კომისიის    წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები