წვდომის მენიუ

შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 6 ივნისის № 312/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 222 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009

მიღების თარიღი მაისი 01, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ  შპს “დაცვის სამსახური I & G”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის N 5/4-4238 დადგენილებით, ს.კ. №205048483) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/116-09; 02.04.09)  ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში 442.150  მჰც და 448.200 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  6 ივნისის  № 312/13  გადაწყვეტილებით.

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის ქ. თბილისში  442.150  მჰც და 448.200 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  6 ივნისის   № 312/13  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები