შპს ”საქართველოს ტელეკომს” და შპს ”ქოლ ცენტრს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N149 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009
მიღების თარიღი მაისი 01, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საქართველო ტელეკომ”-მა (21.04.2009 №6/900-09) და წარმოუდგინა შპს ”ქოლ ცენტრ”-თან 2009 წლის 16 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”საქართველო ტელეკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N149-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ქოლ ცენტრი”-სათვის სრულად გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”საქართველო ტელეკომი”, შპს ”ქოლ ცენტრ”-ს ლიცენზია №N149-დან გამომდინარე გადასცემს ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურს 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ტელეკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N149 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 29 აპრილამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის მთლიანი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N149 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”ქოლ ცენტრი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N149 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ქოლ ცენტრი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 0-0-7 (ნული-ნული-შვიდი);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 29 აპრილამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”საქრთველოს ტელეკომი”და შპს ”ქოლ ცენტრი”-სთვის ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მ.შ. ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
ა.სიხარულიძე