წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 225 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2009

მიღების თარიღი მაისი 01, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,  

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) № 2 დანართის მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”2.1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი - 1 – 25 – 25”;

ბ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

         ”8.5. რადიომონიტორინგის მართვის ცენტრის უფროსი ინჟინერი - 1 – 1,500.00 – 1,500.00”;

გ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”8.7. რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი - 1 – 1,500.00 – 1,500.00”;

დ) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”8.8. რადიომონიტორინგის მობილური სისტემის მთავარი ინჟინერი - 1 – 1,663.00 – 1,663.00”;

ე) № 2 დანართის მე-8 პუნქტის 8.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”8.9. რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი - 1 – 1,394.00 – 1,394.00”;

ვ) № 2 დანართის მე-10 პუნქტის 10.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

         ”10.9. ასისტენტი - 2 – 939.00 – 1,878.00”;

ზ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 100-ით;

თ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 17,967.40-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 33.580.40-ით.

ი) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტის ჯამი განისაზღვროს 795.00-ით, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.450.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის                

მოვალეობის შემსრულებელი                                                              ს. ბრიტანჩუკი     

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ზ. ნონიკაშვილი  

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები