ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009
მიღების თარიღი მაისი 08, 2009
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 16 აპრილის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2009 წლის 8 მაისის 13:00 საათი. აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
1. შპს ”მობიტელი” - 27.03.2009 №11/04-09;
2. ფიზიკური პირი ვალერი როსნა – 08.04.2009 №11/52-08;
3. შპს ”ვიტელ ჯორჯია” – 15.04.2009 №11/06-09;
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონები გაიმართა 2009 წლის 8 მაისის კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, ვალერი როსნამ ყუთიდან ამოიღო №1 შესაბამისად, შპს ”ვიტელ ჯორჯიას”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №3. პირველი, რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 25,000.00 ლარს + ერთი ბიჯი - 1,250.00 ლარი) დააფიქსირა ვალერი როსნამ, რის შემდეგაც შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა დაამატა ერთ ბიჯი, ხოლო შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა ასევე დაამატა ერთი ბიჯი. შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს წარმომადგენელმა მე-12 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. აუქციონი განაგრძეს ვალერი როსნამ და შპს „მობიტელი“-ს წარმომადგენელმა. შპს „მობიტელი“-ს მიერ ბოლოს დასახელებულ იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს დამატებული 41 ბიჯი, რის შემდეგაც, ვალერი როსნამ დაამატა კიდევ ერთი ბიჯი (42-ე ბიჯი), შპს ”მობიტელი”-ს წარმომადგენელმა 43-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 42 (ორმოცდაორი) ბიჯი, სულ 77,500.00 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი დააფიქსირა ფიზიკურმა პირმა ვალერი როსნამ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს ფიზიკური პირი ვალერი როსნა (ესტონეთის მოქალაქე პასპორტის NKB0082110), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 77,500.00 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი.
2. უზრუნველყოს ვალერი როსნამ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 23,250.00 – (ოცდასამი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს, გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ევროს კონვერტაციის შედეგად მიღებული - 2745.62 (ორი ათას შვიდას ორმოცდახუთი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი, ანუ 20,504.38 (ოცი ათას ხუთას ოთხი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა, 2009 წლის 8 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (54,250.00 - ორმოცდათოთხმეტი ათას ორას ორმოცდაათი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
