საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 მარტის N 173/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009
მიღების თარიღი მაისი 08, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”დეტექტორმა” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/133-09; 15.04.09) ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 მარტის N 173/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”დეტექტორს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ.ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიენიჭა 160.375 მჰც, 411.100 მჰც და 416.400 მჰც სიხშირეები. მინიჭებული სიხშირეები (411.100 მჰც და 416.400 მჰც) არ შეესაბამებოდა შპს ”დეტექტორის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”დეტექტორმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 მარტის N 173/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”დეტექტორს” ერთი წლის ვადით 160.375 მჰც, 442.575 მჰც და 447.725 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სიხშირეები ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”დეტექტორისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
