წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N60 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 235 / 6

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009

მიღების თარიღი მაისი 08, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (08.04.2009 N7/123-09) მიმართა შპს ”მაგთიკომმა”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომიფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60 ლიცენზიებს, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1.      რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 ლიცენზია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 1760.0 მჰც ÷ 1775.0 მჰც, 1855.0 მჰც ÷ 1870.0 მჰც, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ)ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.05.2009 წ.

2.      ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60 ლიცენზია:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-8 (რვა-ცხრა-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.05.2009 წ.

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”მაგთიკომი”- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60   ლიცენზიებს მოქმედების ვადა გასდით 2009 წლის 12 მაისს. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომი-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.“ გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, შპს ”მაგთიკომი-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტია ბ) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც, „თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი)  განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.“ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით.

შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2009 წლის 8 მაისს, რომელსაც ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ა.ზოდელავა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2006 წლის 8 მაისიდან -  2009 წლის 8 მაისამდე იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო ამავე კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2007 წლის 8 მაისიდან -  2009 წლის 8 მაისამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრისას კომისიამ იხელმძღვანელა კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც,  ”სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სისტემებისთვის გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართულია 3 აუქციონი (იხ.დანართი N1).

აუქციონებზე გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა  55 მჰც, ხოლო თანხამ - 64,363,765.00 (სამოცდაოთხი მილიონ სამასსამოცდასამი ათას შვიდასსამოცდახუთი) ლარი. 1 მჰც-ის საფასური შეადგენს - 1,170,250.27 (ერთი მილიონ ასსამოცდაათი ათას ორასორმოცდაათი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარს (64,363,765.00:55=1,170,250.27).

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16  ლიცენზია ითვალისწინებს 30 მჰც სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას (1760.0 მჰც -1775.0 მჰც, 1855.0 მჰც - 1870.0მჰც). შესაბამისად,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, შპს „მაგთიკომი“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს 35,107,508.18 (ოცდათხუთმეტი მილიონ ასშვიდი ათას ხუთასრვა ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარს (30 მჰც  x  1,170,250.27 ლარი= 35,107,508.18 ლარი).

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 9 აუქციონი (იხ.დანართი N2). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 323,500.00 (სამასოცდასამი ათას ხუთასი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) შპს „მაგთიკომი“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N60 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 35,944.44 (ოცდათხუთმეტი ათას ცხრაასორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარს (323,500:9=35,944.44).

            კომისიის 2009 წლის 8 მაისის სხდომაზე, შპს „მაგთიკომი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა თითოეული ლიცენზიისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის, კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურთა და სალიცენზიო მოსაკრებლების, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა), ბ) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ”მაგთიკომის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60   ლიცენზიებს  2009 წლის 12 მაისიდან 10 წლით - 2019 წლის 12 მაისამდე;

2.შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 35,107,508.18 (ოცდათხუთმეტი მილიონ ასშვიდი ათას ხუთასრვა ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარით;

3. შპს ”მაგთიკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N60 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  - 35,944.44 (ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარით;

4. უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 35,107,508.18 (ოცდათხუთმეტი მილიონ ასშვიდი ათას ხუთასრვა ლარი და თვრამეტი თეთრი)  ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 ლარის  2009 წლის 8 ივლისამდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;         

5. უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60   ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 35,944.44 (ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის  - 1000 (ერთი ათასი) ლარის 2009 წლის 8 ივლისამდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. შპს ”მაგთიკომი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7. შპს ”მაგთიკომი-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურთა და სალიცენზიო მოსაკრებლების  2009 წლის 8 ივლისამდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ”მაგთიკომი -ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F16 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N60   ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად, ამავე გადაწყვეტილების თანდართული დანართი N1 და დანართი N2;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).                                  

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები