წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში სს ”ეგრისის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 24 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი იანვარი 30, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს  ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემ ნეტმა” კომისიას მომართა განცხადებით (25.11.2008 წ.) და წარმოუდგინა სს ”ეგრისის” აქციონერთა კრების ოქმი (N1-10858, 20.10.08 წ.), რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება სს „ეგრისის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში და სს”ეგრისს” გამოეყო ახალი იურიდიული პირი - შპს ”სისტემ ნეტი”, რომელიც წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემ ნეტმა” კომისიაში გაიარა ავტორიზაცია 2008 წლის 27 ნოემბერს შემდეგ მომსახურებებზე: ადგილობრივ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე, ინტერნეტით მომსახურებაზე და საკაბელო სატრანზიტო ტელე-რადიომაუწყებლობაზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 20 ოქტომბრის აქციონერთა კრების N1-10858 ოქმის II პუნქტის თანახმად, სს ”ეგრისის” ყველა უფლება-ვალდებულება, საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება წილები სხვა იურიდიულ პირებში, ყველა ლიცენზია ან/და ნებართვა მთლიანად გადაეცეს შპს ”სისტემ ნეტს”.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში და სს „ეგრისის“ უფლებამონაცვლედ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ჩაიწეროს შპს ”სისტემ ნეტი”;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე,             

მ. ქადეიშვილი) შპს „სისტემ ნეტისთვის“ ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემა ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის დავაში;                                                               

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს.ბრიტანჩუკი                                                                                                            

კომისიის    წევრის                        

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრის                              

მოვალეობის შემსრულებელი                                                              კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები