საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 მარტის N 175/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009
მიღების თარიღი მაისი 15, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №205219565) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/145-09; 28.04.09) ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 მარტის N 175/13 კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-ს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიენიჭა 402.675 მჰც, 402.700 მჰც , 402.725 მჰც, 402.750 მჰც, 402.775 მჰც, 407.775 მჰც, 407.850 მჰც, 407.875 მჰც, 407.900 მჰც, 407.925 მჰც, 162.750 მჰც და 168.050 მჰც სიხშირეები. მინიჭებული სიხშირეები (402.700 მჰც , 402.725 მჰც, 402.750 მჰც, 402.775 მჰც, 407.850 მჰც, 407.875 მჰც, 407.900 მჰც, 407.925 მჰც) არ შეესაბამება შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-ს მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-მა მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 მარტის N 175/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-ს ერთი წლის ვადით ვადით 402.675 მჰც, 403.875 მჰც, 404.100 მჰც, 404.400 მჰც, 404.575 მჰც, 407.775 მჰც, 409.150 მჰც, 409.400 მჰც, 409.675 მჰც, 409.725 მჰც, 162.750 მჰც და 168.050 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
