წვდომის მენიუ

ი/მ ”გიორგი ნუცუბიძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 241 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2009

მიღების თარიღი მაისი 15, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”გიორგი ნუცუბიძემ” (რეგისტრირებული  ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №60002007045) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/135-09; 21.04.09)  ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/მ ”გიორგი ნუცუბიძეს” ერთი წლის ვადით 147.425 მჰც და 152.425 მჰც სიხშირეებიქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ი/მ ”გიორგი ნუცუბიძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”გიორგი ნუცუბიძისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”გიორგი ნუცუბიძისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები