წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია მზესთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 243 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009

მიღების თარიღი მაისი 15, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია მზემ” კომისიას მიმართა განცხადებით №1560 (შემოსული №7/142-09,28.04.0), მოძრავი სარეპორტაჟო ჯგუფების მუშაობის პროცესში ფორმირებულ სატელევიზიო სიგნალზე, უშუალოდ დაკვირვების და  ხარისხის კონტროლის მიზნით, 250მჰც÷300მჰც სიხშირის დიაპაზონში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, 14 მჰც სიგანის სიხშირული ზოლის მინიჭების თხოვნით.

    კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”ტელეკომპანია მზე” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს   №B15 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.12.2012) პირობების შესაბამისად, 45-ე სატელევიზიო არხზე ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.  მოძრავი სარეპორტაჟო ჯგუფების მუშაობის პროცესში ფორმირებულ სატელევიზიო სიგნალზე, უშუალოდ დაკვირვების და ხარისხის კონტროლის მიზნით, 250მჰც÷300მჰც დიაპაზონში შერჩეულ იქნა   სიხშირე  280მჰც ± 7მჰც.

     სიხშირე განსაზღვრულია, მოძრავი სარეპორტაჟო ჯგუფების მუშაობის პროცესში ფორმირებულ სატელვიზიო სიგნალზე  უშუალოდ დაკვირვების და ხარისხის კონტროლისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად. 

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”ტელეკომპანია მზეს” სიხშირე 280მჰც ± 7მჰც, მოძრავი სარეპორტაჟო ჯგუფების მუშაობის პროცესში ფორმირებულ სატელევიზიო სიგნალზე უშუალოდ დაკვირვებისა და ხარისხის საკონტროლოდ ლიცენზიით განსაზღვრულ სამოქმედო ზონაში,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის,   №B15 ლიცენზიის მოქმედების ვადით  ( ვადა 28.12.2012); 

2. აღირიცხოს შპს ”ტელეკომპანია მზესთვის” მინიჭებული   სიხშირე კომისიის  შესაბამის  უწყებრივ რეესტრში(რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ტელეკომპანია მზესთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

 4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;   

 5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „ტელეკომპანია მზესთვის”    ჩაბარებისთანავე.   

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                        კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრის                                                                          

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                          ა.სიხარულიძე                                                                       

კომისიის    წევრი                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები