წვდომის მენიუ

შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 244 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009

მიღების თარიღი მაისი 15, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№7/63-09) მიმართა შპს ,,ევროპა პლიუს თბილისმა” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B54 ლიცენზიით (კერძო საეთერო რადიომაუწყებლობა; საერთო რადიომაუწყებლობა) განსაზღვრული სამაუწყებლო სიხშირის FM99.6 მჰც, შეცვლა კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით, ხელმისაწვდომობის ფარგლების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2009 წლის  3 აპრილს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004  წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიის 2009 წლის 3 აპრილის №181/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 8 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის  საფუძველზეც ირკვევა, რომ  შპს ,,ევროპა პლიუს თბილისს”, №B54 ლიცენზიის შესაბამისად მინიჭებული 99.6 მჰც სიხშირის ნაცვლად, ტექნიკური პარამეტრების შენარჩუნებით, შესაძლებელია მიენიჭოს, ქ. თბილისში ამჟამად არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან  99.7 მჰც სიხშირე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” კუთვნილი №B54 ლიცენზია და შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ლიცენზიის სახე, სახეობა, მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულო ზონა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 99.7 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის  განთ. ადგილი: თბილისის ანძა; გეოგრაფ. კოორდინატები: 44E47; 41N41; ანტენის სიმაღლე 100მ; მაუწყებლობის საშ. რად. 25 კმ, ქ. თბილისი;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,ევროპა პლიუს თბილისი”-სათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება (ნ.ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   ზ. ნონიკაშვილი                

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                       ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები