საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009
მიღების თარიღი მაისი 22, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული პირისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მხრიდან კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 –ე 1445-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება მიენიჭოთ კომისიის აპარატის შემდეგ თანამშრომლებს:
ა) გიორგი რატიშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მიხეილ გოთოშია – მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
გ) ვერა შუღლიაშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
დ) ციალა უჯმაჯურიძე – მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ე) ნიკოლოზ წერეთელი – მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ვ) მარიკა აროშიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
ზ) ივანე მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი;
ი) ნიკოლოზ კონდოლელი - რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის მთავარი ინჟინერი;
კ) გივი ქართველიშვილი - რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის უფროსი ინჟინერი;
ლ) კახაბერ მამისეიშვილი - -რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური სისტემის ტექნიკოსი.
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
3. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს შემოწმების აქტის შედგენის უფლებამოსილება. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;
4. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;
5. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 15 მაისამდე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: ა.სიხარულიძე
ი. მოსაშვილი
