წვდომის მენიუ

შპს „შევარდენი ჯგუფისთვის“ სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის № 639/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 247 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009

მიღების თარიღი მაისი 22, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ  შპს „შევარდენი ჯგუფმა“ (რეგისტრირებული ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ ს.კ. №215141852)  კომისიას მიმართა განცხადებით (№7/161-09; 11.05.09)  ქ. ფოთში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში 161.325  მჰც და 166.875 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  31 ოქტომბრის  № 639/13  გადაწყვეტილებით.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს „შევარდენი ჯგუფისთვის“ ქ. ფოთში 161.325 მჰც და 166.875 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  31 ოქტომბრის  № 639/13  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „შევარდენი ჯგუფისთვის“    ჩაბარებისთანავე.

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები