წვდომის მენიუ

სსიპ ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 251 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009

მიღების თარიღი მაისი 22, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა” (ს.კ. № 205224700) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/149-09; 01.05.09)  ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს” ერთი წლის ვადით 152.450 მჰც სიხშირე ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სსიპ ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები