წვდომის მენიუ

შპს საფეხბურთო კლუბი ”ბაია ზუგდიდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 252 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2009

მიღების თარიღი მაისი 22, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს საფეხბურთო კლუბმა ”ბაია ზუგდიდმა” (რეგისტრირებული  ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 220380460) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/151-09; 04.05.09)  ქ.ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს საფეხბურთო კლუბს ”ბაია ზუგდიდს” ერთი წლის ვადით  405.975 მჰც და 411.075 მჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს საფეხბურთო კლუბი ”ბაია ზუგდიდისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს საფეხბურთო კლუბი ”ბაია ზუგდიდისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს საფეხბურთო კლუბი ”ბაია ზუგდიდისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები