საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2009
მიღების თარიღი მაისი 29, 2009
გადაწყვიტა:
1. 2009 წლის 29 მაისის N 27 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს.ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
2. კომისიის 2009 წლის 29 მაისის N 27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
