საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 6 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს 2009 წლის 06 თებერვლის N 6 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 საკითხი (სს ”გაერთიანებულ ტელეკომისთვის” შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ) 2009 წლის 13 თებერვლის N 7 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს ”ინფოტელის” უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო;
2. 2009 წლის 06 თებერვლის N 6 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ტელეკომპანია ”მზის” № B15 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ი. მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი).
ბ) შპს ”ფაივ ლაინს პროდაქშენის” № B11 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 25 ნოემბრის №746/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ი.მახარაძე - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტი).
2. 2009 წლის 06 თებერვლის N 6 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
