წვდომის მენიუ

სს ”გაერთიანებული ტელეკომი” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 262 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2009

მიღების თარიღი მაისი 29, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” (18.05.2009 №7/173-09) ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 23 მაისის №283/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის  23 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.თბილისის გარდა;

     სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ახორციელებს აბონენტების საინფორმაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.თბილისის გარდა, საკუთარი ტექნიკური საშუალებებით და აბონენტთა ხარისხიანი საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ორნიშნა კომბინაციით - 09 (ნული-ცხრა),  სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” -ს ნუმერაციის რესურსი 0-9 (ნული-ცხრა) საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2010 წლის - 23 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა;

2. სს ”გაერთიანებული ტელეკომი”  არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” - ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).                  

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       ს.ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                            ზ.ნონიკაშვილი        

            კომისიის წევრები:                                                                            კ.კვიტაიშვილი          

                                                                                                                       ა.სიხარულიძე                                                                                                                                                          ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები