წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, მოქალაქე რ. ნაკუდაიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის დავის განხილვისა და მორიგების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 263 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2009

მიღების თარიღი მაისი 29, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას, 2009 წლის 10 აპრილს, N9/45-09 წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მომხმარებლების (აბონენტების) რ. ნაკუდაიძისა და დ.ფცქიალაძის სატელეფონო მომსახურების აღდგენის შესახებ განცხადებაზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის” სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მომხმარებელთა ინტერესების დამცველად ჩართვის   მოთხოვნით.

   საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომართვაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართეს სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მომხმარებლებმა რ.ნაკუდაიძემ და დ.ფცქიალაძემ (მცხოვრებნი: ქ. თბილისი, მუხიანის მე-4ბ მ/რ, კორპ. 26, ბინა 24, ტელ: 644626, ტელ. გაფორმებულია რ. ნაკუდაიძის სახელზე) განცხადებით. აღნიშნულ განცხადებაში რ.ნაკუდაიძე და დ.ფცქიალაძე სადაოდ ხდიან სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  მიერ მათთვის ტელეფონის ნომრის მოხსნასა და სატელეფონო მომსახურების შეწყვეტას, ასევე, კომპანიის მხრიდან ნომრის (მომსახურების) აღდგენის თანხის, კერძოდ, 140 ლარის გადახდის მოთხოვნის  კანონიერებას.  განმცხადებლების განმარტებით, ისინი ქალაქში არ იმყოფებოდნენ და მათი ბინა დაკეტილი იყო 2008 წლის მარტიდან ნოემბრამდე. თბილისში დაბრუნებისთანავე დ. ფცქიალაძემ დაფარა ტელეფონზე დარიცხული დავალიანება, რის შემდეგ მას განემარტა, რომ 644626 სატელეფონო ნომერზე მომსახურება შეწყვეტილი იყო და მომსახურების აღსადგენად აუცილებელი იყო 140 ლარის ოდენობის თანხის გადახდა.

     განმცხადებლები განაცხადში აღნიშნავენ, რომ ისინი არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებულნი სატელეფონო ნომრის მოხსნის თაობაზე და მათთვის  უცნობი იყო დავალიანების გადაუხდელობის საფუძვლით აბონენტისთვის  ნომრის მოხსნის პროცედურების შესახებ. მომხმარებლები ასევე აცხადებენ, რომ სათანადო ახსნა-განმარტება აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით, კომპანიის თანამშრომლებისგანაც არ მიუღიათ. ამასთან, მომხმარებლების განცხადებით, მათ სატელეფონო მომსახურება მიეწოდებოდათ საამისოდ აუცილებელი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართა  სს ”გაერთიანებული ტელეკომს” , რომლის საპასუხო წერილის თანახმად, ირკვევა, რომ 2008 წლის მარტის თვიდან დარიცხული დავალიანების (46.59 ლარი) გადაუხდელობის გამო, კომპანიამ მოახდინა მომსახურების შეწყვეტა და ტელეფონის ნომრის - 644626 მოხსნა, 2008 წლის 31 ივლისს. სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  განცხადებით, ტელეფონის მოსალოდნელი მოხსნის თაობაზე წერილობითი გაფრთხილება აბონენტს გაეგზავნა 2008 წლის 4 ივლისს, ხოლო წერილი უკან დაბრუნდა 9 ივლისს წარწერით ,,მიმღები ქალაქიდან გასულია.” აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” საპასუხო წერილის თანახმად, აბონენტმა დავალიანების თანხა დაფარა 2008 წლის 30 ოქტომბერს. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” 2009 წლის 19 მარტის №4-19/352 წერილში აღნიშნულია, რომ რ. ნაკაუდაძის ბინაში ტელეფონის ნომრის 644626 აღდგენა შესაძლებელია, სატელეფონო მომსახურების ახალი ხელშეკრულების გაფორმებისა და ტელეფონის ხელახლა დადგმის ღირებულების (140 ლარის) გადახდის შემთხვევაში.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ  სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”  უნდა უზრუნველყოს აბონენტ რ. ნაკუდაიძისთვის სატელეფონო კავშირის აღდგენა 140 ლარის ოდენობით თანხის  გადახდის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ხშირად შემოდის მომხმარებელთა საჩივრები, რომელთა მიხედვით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან დავა განპირობებულია სწორედ მომხმარებელთა არასათანადო ინფორმირებით, როგორც ეს მოხდა მოცემულ შემთხვევაში;

ბ) ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის (შემდგომში ”რეგლამენტი”) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) დ) და ზ) ქვეპუნქტების შესაბამისად, მომხმარებელს მომსახურების მიმწოდებლისაგან არ მიუღია ინფორმაცია მომსახურების პირობების, მომსახურების მიწოდების შეზღუდვის და შეწყვეტის მიზეზების და, რაც მთავარია,  მომხმარებლის  უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. აბონენტის მიერ მომსახურების ღირებულების დაგვიანებით გადახდა განპირობებულია სწორედ მისი არაინფორმირებულობით;

გ) აბონენტის არაინფორმირებულობის მიზეზია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი, წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას შორის. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის  თანახმად, უნდა შეიცავდეს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს.

 კომისიამ, საქმეზე დართული მასალებიდან გამოარკვია, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მომხმარებელი და აბონენტია  რ. ნაკუდაიძე და არა დ. ფცქიალაძე. უნდა აღინიშნოს, რომ კომისია განიხილავს ავტორიზებულ პირებსა და მათ მომხმარებლებს შორის წარმოშობილ დავებს. შესაბამისად, კომისიამ მიმდინარე წლის 24 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქის რ. ნაკუდაიძესა და მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებული ტელეკომს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ №198/23 გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარედ განსაზღვრულიყო მხოლოდ რ. ნაკუდაიძე. უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა კომისიის ზემოაღნიშნულ  პოზიციას.

    აღნიშნულ საკითხზე, მიმდინარე წლის 22 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდნენ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი ე.ჭახრაკია და მომხმარებელ რ.ნაკუდაიძის უფლებამოსილი წარმომადგენელი  დ.ფცქიალაძე, სადაც მოხდა სხდომაზე მოწვეული მხარეების მიერ თავიანთი პოზციების დაფიქსირება. სხდომაზე განმცხადებელმა მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-14 მუხლის დარღვევა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მხრიდან და მისთვის სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის კანონიერება. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა უარყო ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-14 მუხლის დარღვევა რ.ნაკუდაიძესთან მიმართებაში.  აღნიშნულ სხდომაზევე, დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 29 მაისი, რის თაობზაეც მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სხდომის დარბაზშივე.

    2009 წლის 29 მაისს კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა, რა დროსაც  სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა შესთავაზა მოდავე მხარეს მორიგება შემდეგი პირობებით:

ა) განმცხადებელმა უარი განაცხადოს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წინააღმდეგ კომისიაში შეტანილ განცხადებაზე, ხოლო  სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” მიმართოს სათანადო წესით გაფორმებული წერილობითი განცხადებით ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების მიღებაზე;

ბ) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” რ. ნაკუდაიძის შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელ რ. ნაკუდაიძეს გაუფორმოს ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების ხელშეკრულება, სააბონენტო ნუმერაციის რესუსრსის - 644626 გამოყენებით;

გ) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” გაათავისუფლოს მომხმარებელი რ. ნაკუდაიძე ტელეფონის დადგმის (140 ლარის ოდენობით თანხის) ტარიფის გადახდისაგან.

      მომხმარებლის რ. ნაკუდაიძის ინტერესების დამცველი დაეთანხმა ზემოაღნიშნულ პირობებს, რაც თავის მხრივ,  გახდა დავის მხარეებს შორის მორიგებით დასრულების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

      ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე, 63-ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, მოქალაქე რ. ნაკუდაიძესა და, მეორე მხრივ, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” შორის, შემდეგი პირობებით:

ა)  მოქალაქე რ. ნაკუდაიძე უარს აცხადებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” წინააღმდეგ კომისიაში 2009 წლის 10 მარტს  შეტანილ №9/22 განცხადებაზე და იმავდროულად იტოვებს უფლებას მიმართოს სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, სათანადო წესით გაფორმებული წერილობითი განცხადებით, ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების მიღებაზე;

ბ)  სს ”გაერთიანებული ტელეკომი” კისრულობს ვალდებულებას მოქალაქე რ. ნაკუდაიძის განცხადების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, მომხმარებელ რ. ნაკუდაიძეს გაუფორმოს ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების წერილობითი ხელშეკრულება, სააბონენტო ნუმერაციის რესურსის - 644626 გამოყენებით;

გ) სს ”გაერთიანებულმა ტელეკომი” კეთილი ნების ჟესტად, მოდავე მხარის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კისრულობს ვალდებულებას, გაათავისუფლოს მოქალაქე რ. ნაკუდაიძე, ტელეფონის დადგმის სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი 140 ლარიანი  ტარიფის გადახდისაგან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთვი თვის ვადაში; 

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

6. ამ გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                       ს. ბრიტანჩუკი    

კომისიის წევრის

მოვალეობის შემსრულებელი                      ზ. ნონიკაშვილი

 კომისიის წევრები:                                         კ. კვიტაიშვილი

                                                                            ა. სიხარულიძე

                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები