საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2009
მიღების თარიღი ივნისი 22, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 22 ივნისის N 29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2009 წლის 22 ივნისის N 29 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”მაგთიკომი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 10, F 35 და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 14, N 15 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) ფიზიკური პირი ვალერი როსნასთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2009 წლის 22 ივნისის N 29 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
