წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 05 ივნისს არშემდგარი ზეპირი მოსმენის № 9 და № 29 ძირითადი სხდომების დღის წესრიგებში შეტანილი საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 267 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2009

მიღების თარიღი ივნისი 22, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2009 წლის 5 ივნისისათვის დანიშნული კომისიის ზეპირი მოსმენის №9 და №29 ძირითადი სხდომები, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ (ი. მოსეშვილი)

         გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს კომისიის ზეპირი მოსმენის № 9 სხდომა 2009 წლის 3 ივლისს, 16 საათზე;

2. დაინიშნოს კომისიის № 30 ძირითადი სხდომა 2009 წლის 3 ივლისს, 16 საათზე;

3. კომისიის ზეპირი მოსმენის № 9  და № 30 ძირითადი სხდომის დღის წესრიგის პროექტები (თან ერთვის) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს დღესვე (ნ. ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი. ჩიქოვანი

               კომისიის წევრი                                                                    ს. ბრიტანჩუკი

               კომისიის წევრი                                                                    კ. კვიტაიშვილი

               კომისიის წევრი                                                                    ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები