წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ ვალერი როსნასთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 269 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2009

მიღების თარიღი ივნისი 22, 2009

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 8 მაისის N226/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა ფიზიკური პირი - ვალერი როსნა.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს - ვალერი როსნას „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (77,500.00 სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) 30%-ს  23,250.00 – (ოცდასამი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს, გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1250.00 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ევროს კონვერტაციის შედეგად მიღებული - 2745.62 (ორი ათას შვიდას ორმოცდახუთი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი, ანუ 20,504.38 (ოცი ათას ხუთას ოთხი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის 2009 წლის 8 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირი ვალერი როსნას მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 9100 (ცხრა ათას ასი) ევროს კონვერტაციის შედეგად მიღებული 21,462.35 (ოცდაერთი ათას ოთხას სამოცდაორი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ფიზიკურ პირ - ვალერი როსნას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N152 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-2 (რვა-შვიდი-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 22 ივნისი;

) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (53,292.03 ორმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (53,292.03 ორმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

4441.00 ლარი    -   2009 წლის 22 ივლისამდე;

4441.00 ლარი    -   2009 წლის 22 აგვისტომდე;

4441.00 ლარი    -   2009 წლის 22 სექტემბრამდე;

4441.00 ლარი    -   2009 წლის 22 ოქტომბრამდე;

4441.00 ლარი    -   2009 წლის 22 ნოემბრამდე;

4441.00 ლარი    -   2008 წლის 22 დეკემბრამდე;

4441.00 ლარი    -   2010 წლის 22 იანვრამდე;

4441.00 ლარი    -   2010 წლის 22 თებერვლამდე

4441.00 ლარი    -   2010 წლის 22 მარტამდე;

4441.00 ლარი    -   2010 წლის 22 აპრილამდე;

4441.00 ლარი    -   2010 წლის 22 მაისამდე;

4441.00 ლარი    -   2010 წლის 22 ივნისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ფიზიკური პირი - ვალერი როსნასთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები