წვდომის მენიუ

შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 274 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009

მიღების თარიღი ივლისი 03, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალმა  (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს. კ. № 203836509) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/160-09; 11.05.09) ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა  დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თვითმფრინავებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალს  ერთი წლის ვადით 131.725 მჰც სიხშირე ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  საერთაშორისო აერონავტიკის და ტელეკომუნიკაციის საზოგადოება ”სიტა”-ს ფილიალისთვის  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები