შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რ-ლი სასამართლოს მიერ № 5/4-1973, ს.კ. № 204927366) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/152-09; 05.05.09) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (ფოთის პორტში მდგომ გემებთან კავშირის დასამყარებლად) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიას” ერთი წლის ვადით 156.800 მჰც და 156.600 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. ბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
