ი/მ ”გიორგი ნოზაძისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”გიორგი ნოზაძემ” (რეგისტრირებული ქ. ხაშურის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 143914414) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/168-09, 14.05.09) ქ. ხაშურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”გიორგი ნოზაძეს” ერთი წლის ვადით 155.800 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.ხაშურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს ი/მ ”გიორგი ნოზაძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”გიორგი ნოზაძისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”გიორგი ნოზაძისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
