წვდომის მენიუ

შპს “სტუდია მაესტრო”- სათვის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 285 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009

მიღების თარიღი ივლისი 03, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 26 მარტს, კომისიას განცხადებით მიმართა შპს სტუდია ,,მაესტრომ” (№7/97-09), რომელმაც მოითხოვა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.

შპს ”სტუდია მაესტროს” განცხადებით, კომპანია ფლობს საერთო საკაბელო მაუწყებლობის №87 ლიცენზიას და სურს ამავე ლიცენზიის ფარგლებში, კაბელით გავრცელებული სამაუწყებლო ბადე გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2009 წლის 16 აპრილის №186/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სტუდია მაესტრო” -სათვის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით.

კომისიის 2009 წლის 16 აპრილის №186/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2009 წლის 27 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სტუდია მაესტროს” უფლებამოსილი წარმომადგენელი (მ. ღლონტი).

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 27 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, ხოლო საოქმო გადაწყვეტილებით ზეპირი მოსმენის სხდომის გაგრძელება ჩაინიშნა მიმდინარე წლის 5 ივნისისათვის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2009 წლის 5 ივნისისათვის დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა. შესაბამისად, კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №267/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის სხდომა გაგრძელდა 2009 წლის 3 ივლისის ზეპირი მოსმენის №9 სხდომაზე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. დეპარტამენტის განმარტებით, შპს “სტუდია მაესტროს” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის განცხადებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს ეკრძალება ერთზე მეტი საერთო საეთერო სატელევიზიო ლიცენზიის ფლობა, ხოლო 42-ე მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია წარმოებაში არ მიიღებს ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.  ვინაიდან შპს ”სტუდია მაესტრო” ითხოვს ახალ კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით და მის მიმართ არ არის გამოყენებული ამ კანონით გათვალისწინებული რაიმე სანქცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დეპარტამენტი ვერ ხედავს ლიცენზიის გაცემის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”სტუდია მაესტროს” თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის №B107 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

2. შპს “სტუდია მაესტრო” ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ე) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები;

ვ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით;

ზ) არ გაავრცელოს ისეთი პროგრამები, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა;

თ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ი) მაუწყებლობა განახორციელოს დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 24 საათი;

კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ლ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი;

მ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ნ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

ო) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

პ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

ჟ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,სტუდია მაესტროსათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება(ნ.ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი მიღებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი)

კომისიის თავმჯდომარ                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                       . ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრი                                                                       . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                       . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები