შპს „სტუდია მაესტროსთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტრომ” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული№7/201-09, 10.06.09 ქ.თბილისში, სტუდიიდან (ფოთის ქ. №15/6) სატელევიზიო ანძამდე ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№440/13, 01.08.008) ერთი წლის ვადით მინიჭებული სიხშირეების, ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს” კომისიის გადაწყვეტილებით (№440/13, 01.08.008) მინიჭებული აქვს ორი სიხშირე (10104 მჰც ± 14 მჰც და 10482 მჰც ± 14 მჰც) თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც, ერთი წლის ვადით, რაც შპს „სტუდია მაესტროს” მიერ გამოყენებულია ქ.თბილისში, სატელევიზიო ანძის გავლით, მობილური სადგურის სიგნალის სტუდიამდე, ხოლო უკუარხით, დამუშავებული სამაუწყებლო პროგრამის ანძამდე მისაწოდებლად.
სიხშირები გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთზე ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „სტუდია მაესტროს” სიხშირეები 10104 მჰც ± 14 მჰც და 10482 მჰც ± 14მჰც ქ.თბილისში, სატელევიზიო ანძიდან სტუდიამდე (ფოთის ქ.№15/6) და უკუარხით სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 1 წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „სტუდია მაესტროსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტროსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
