წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 289 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009

მიღების თარიღი ივლისი 03, 2009

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”- მა  კომისიას  მიმართა  განცხადებებით №499-09 (შემოსული №7/91-09,25.03.09) და №547-09 (შემოსული №7/131-09,14.04.09), ქ.თბილისში, პირდაპირი ჩართვების დროს, რეპორტიორების და რესპოდენტებისთვის სპეციალური ინფორმაციის მისაწოდებლად, რადიოსიხშირის მინიჭების თხოვნით.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ფლობს საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას № B9 (ვადა 18.11.2015) და საერთო ტელემაუწყებლობას ახორციელებს აღნიშნული ლიცენზიის პირობების შესაბამისად საქართველოს 31 ქალაქში მათ შორის ქ.თბილისში, მეტრული დიაპაზონის მეცხრე სატელევიზიო არხზე, 5კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

       კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-თან შეთანხმებით (№6/1213-09,28.05.09), 300 მჰც ÷ 320მჰც ზოლის ფარგლებში ქ.თბილისში, პირდაპირი ჩართვების დროს რეპორტიორების და რესპოდენტებისთვის სპეციალური ინფორმაციის ცალმხრივად  მისაწოდებლად, შერჩეულ იქნა სიხშირე  319.975 მჰც  ± 0.025 მჰც (ზოლის სიგანე 50კჰც),  500 ვატი   სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

         სიხშირე გათვალისწინებულია, ქ.თბილისში პირდაპირი ჩართვების დროს რეპორტიორების და რესპოდენტებისთვის სპეციალური ინფორმაციის ცალმხრივად  მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს რადიოსიხშირე  319.975 მჰც  ± 0.025 მჰც (ზოლის სიგანე 50კჰც), გასხივებული სიმძლავრით 500 ვატი, ქ.თბილისში, პირდაპირი ჩართვების დროს რეპორტიორების და რესპოდენტებისთვის სპეციალური ინფორმაციის  ცალმხრივად  მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 18.11.2015);  

2. აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი  საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს   (ს.შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის    ჩაბარებისთანავე.   

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი.ჩიქოვანი                                                                           

კომისიის     წევრი                                                                               ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები