წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის შესახებ შპს ”საბატელს” განცხადების განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 29 / 12

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”), აღნიშნავს, რომ 2008 წლის 09 დეკემბერს, შპს ”საბატელმა” განცხადებით მიმართა  კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №6/2841-68) და მოითხოვა კომისიის მიერ კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად  ცნობა, რომლითაც შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” შპს ”საბატელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დროებით შეჩერებაზე მიეცა თანხმობა.

   კომისია აღნიშნავს, რომ სხდომა ჩაინიშნა 2008 წლის  29 დეკემბერს, რის შესახებ ეცნობა შპს ”საბატელს” და დაინტერესებულ მხარეს 2008 წლის 23 დეკემბრის №03/3075-08 და №03/3076-08   წერილებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა შპს ”საბატელის” გამოუცხადებლობის გამო გადაიდო 2009 წლის 16 იანვრისათვის. სხდომის დღე შპს ”საბატელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” ეცნობათ 2009 წლის 9 იანვრის №02/10-09 და №02/09-09  წერილებთ. სხდომა გადაიდო 2009 წლის 27 იანვრისათვის, რის შესახებ ეცნობათ 2009 წლის 21 იანვრის №03/41-09 და №03/42-09  წერილებით. 2009 წლის 21 იანვრის სხდომა შპს ”საბატელის” განცხადების საფუძველზე გადაიდო  2009 წლის 6 თებერვალს, რის შესახებ შპს ”საბატელი” ასევე გაფრთხილებული იყო წერილობით, 2009 წლის 6 თებერვლის კომისიის სხდომაზე განცხადებელი მხარის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 6 თებერვლისათვის კომისიაში არ არის წარმოდგენილი რაიმე შეტყობინება შპს ”საბატელის” უფლებამოსილი წარმომადგენლების გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს შპს ”საბატელის” განცხადების განხილვის გადადება ორი კვირით, ხოლო შპს ”საბატელს” უნდა ეცნობოს, რომ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუხცადებლობის შემთხვევაში, კომისია შპს ”საბატელის” განცხადებას განხილავს, კომპანიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე და 105-ე  მუხლების საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.   შპს ”საბატელის” განცხადების განხილვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის №716/16 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობის შესახებ,  დაინიშნოს 2009 წლის 20 თებერვალს 16 საათზე;

2.   დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ შპს ”საბატელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” (უ.სეთური).

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად .

5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის  მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი:                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის

შემსრულებლები:                                                                

კ. კვიტაიშვილი

ზ. ნონიკაშვილი                                                                                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები