წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 291 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2009

მიღების თარიღი ივლისი 03, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით №2/43-88ს, 25.05.09 (შემოსული №088,25.05.09), რამოდენიმე მიმართულებაზე სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის,  სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით და თანხმობის წერილით №2/48-95ს,01.06.09 (შემოსული №090,02.06.09) კომისიის მიერ შერჩეული სიხშირეების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.              

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471-ე მუხლის  მე- 3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და  ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებულ მიმართულებებზე სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის სიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.  სახელმწიფო  საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3. აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);

4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.  1ა )  1 თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისთვის  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი                                                                          

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                              კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                              ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                              ი.მოსეშვილი

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები