შპს „ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
სიხშირეები 10140მჰც±14მჰც და 10670მჰც±14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც, გათვალისწინებულია ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე), ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომპლექსამდე ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, შიდა მოხმარების უწყებრივი სატელეფონო სადგურის, საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში ჩასართავად და გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ცენტრს” სიხშირე 10140მჰც±14მჰც და 10670მჰც±14მჰც თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე) ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომლექსამდე მონაკვეთზე ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ცენტრისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
