საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2009
მიღების თარიღი ივლისი 03, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“BORNEO AQUA No.1”, “SEA KING” და “VASILIOS-N”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებართვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
1026 |
Sailent Horizon SDN. BHD |
“BORNEO AQUA No.1” |
4LHL2 |
213 829 000 |
- |
|
2 |
1027 |
Sea Vision International Marine Servises S.A |
“SEA KING” |
4LHM2 |
213 830 000 |
- |
|
3 |
1030 |
Monte dei Paschi di Siena, Leasing and Factoring, Banca per I Servizi Finanziari alle Impressr Spa |
“VASILIOS-N” |
4LHP2 |
213 833 000 |
- |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
