შპს ”სერვისი” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2009
მიღების თარიღი ივლისი 07, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სერვისმა” (09.06.2009 N7/199-09) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 ივლისის №402/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”სერვისს” მიენიჭა ნუმერაციის რესური 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის - 14 ივლისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით კომპანია ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საშუამავლო, საკონსულტაციო სამედიცინო, სარიტუალო, ტაქსისა და გაზის გამოძახება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით კომისიის მიერ მინიჭენულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ვადის გაგრძელებას, ამავე დროს, გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი 0-0-3 (ნული-ნული-სამი) საქართველოს ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009 წლის 14 ივლისიდან - 2010 წლის 14 ივლისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”სერვისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სერვისს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”სერვისი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
