საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2009
მიღების თარიღი ივლისი 10, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 10 ივლისის N 32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის №32 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-5 საკითხი (შპს ”საბატელსა” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N12 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე – სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნეს 2009 წლის 24 ივლისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2009 წლის 10 ივლისის N 32 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
