შპს „ჯეო ცნობარი“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2009
მიღების თარიღი ივლისი 10, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 3 ივლისს, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N283/22 „სს ”ინფოჯორჯია XXI“-ს განცხადების საფუძველზე, შპს ”ჩვენი რადიოს”-ს, შპს „რადიო კომერსანტი“-ს და შპს ”ცნობარი 08”-ს სანქცირების თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის, სს ”ინფოჯორჯია XXI“-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, შპს „ცნობარი 08“-ს და შპს „რადიო კომერსანტი“-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და შპს „ჩვენი რადიო“-ს და შპს „ჯეოცნობარი“-ს მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა 2009 წლის 10 ივლისამდე დასკვნის წარმოდგენა შპს „ცნობარი 08“-ს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით და სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაუყოვნებლივ შედგენა. ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტს ასევე დაევალა შპს „ჯეო-ცნობარის“ საქმიანობის შემოწმება, კომპანიის საქმიანობის, ამ უკანასკნელის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის NN4 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2009 წლის 10 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს 2009 წლის 7 ივლისს წარმოებაში გადაეცა მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (07.07.09 N10/325-09) თანდართული მასალებით.
სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ჯეო ცნობარი“-ს და შპს „ცნობარი 08“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, მონიტორინგის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ჯეო ცნობარს“ არ აქვს დარღვეული NN4 ლიცენზიის სალიცენზიო პირობები, ხოლო შპს „ცნობარი 08“ საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილ ფარგლებში. მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, გაფორმებული შპს „ჯეო ცნობარის“ მიერ სხვადასხვა ოპერატორთან, კერძოდ შპს „ახალ ქსელებთან“, შპს „ახტელთან“, სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ და სს „გლობალ ერთთან“. საოქმო გადაწყვეტილება გაფორმებული შპს „ჯეო ცნობარსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2009 წლის აპრილში, ასევე 2008 წლის 15 აგვისტოს შპს „ჯეო ცნობარსა“ და შპს „ცნობარ 08“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 10 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ცნობარი 08“-ს წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ჯეო-ცნობარი“-ს მიერ არ არის დარღვეული კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის სალიცენზიო პირობები, კერძოდ კომპანიის მიერ ხორციელდება ავოტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობა, კერძოდ ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება, რასაც ადასტურებს შპს „ჯეო ცნობარსა“ და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს (შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, სს „გაერთიანებული ტელეკომი“, სს „გლობალ ერთი“) შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები, ასევე სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ გაფორმებული საოქმო გადაწყვეტილება. წარმოდგენილი მასალებიდან ასევე დგინდება, რომ შპს „ცნობარი 08“-ს მიერ ნუმერაციის რესურსით - 08 სარგებლობა არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში წარმოდგენილია შპს „ცნობარი 08“-ს მიერ ნუმერაციის რესურსი - 08-თ სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ხელშეკრულება გაფორმებული შპს „ცნობარ 08“-სა და შპს „ჯეო ცნობარს“ შორის 2008 წლის 15 აგვისტოს, რომლის პირველი მუხლის შესაბამისადაც, შპს „ჯეო ცნობარი“ („ოპერატორი“), გადასცემს შპს „ცნობარ 08“-ს („აბონენტს“) მის საკუთრებაში არსებულ ნუმერაციის რესურსს 08, ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადით 2015 წლის 1 იანვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ცნობარი 08“-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით, სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო და ასევე შპს „ჯეო-ცნობარი“-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 17-ე პუნქტის 41-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ცნობარი 08“-ს მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო;
2. შეწყდეს სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო ცნობარი“-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N4 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს ”ცნობარი 08”-სა და შპს „ჯეო ცნობარი“-სთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
4. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
