წვდომის მენიუ

ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 331 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2009

მიღების თარიღი ივლისი 10, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამამ საქართველოში (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 204560929) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/208-09; 12.06.09) საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამას საქართველოში  ერთი წლის ვადით 169.600 მჰც და 169.675 მჰც სიხშირეები საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამისთვის საქართველოში  მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამისთვის საქართველოში სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი სამუშაოების პროგრამისთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები