საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2009
მიღების თარიღი ივლისი 17, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 17 ივლისის N 33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17 პუნქტის საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის №33 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 და მე-11 საკითხები (შპს ”საქაერონავიგაციას”-თვის და შპს ”საიტკომ საქართველო”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე) გადატანილ იქნეს 2009 წლის 24 ივლისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2009 წლის 17ივლისის N 33 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
