საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე განმეორებითი ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2009
მიღების თარიღი ივლისი 17, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” 2008 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა კომისიას (№1483), სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის განხილვის მოთხოვნით. განცხადებაში, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ასაჩივრებდა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ქსელის ელემენტებთან დაშვებისათვის აუცილებელი თანალოკაციის ფართით სარგებლობის ფასს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 13 თებერვალს, კომისიაში შემოსულია შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” განცხადება №1510 (კომისიაში რეგისტრაციის №6/334-09), რომელშიც განმცხადებელი მოითხოვს კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნას თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფის კანონიერება და დადგინდეს, როგორც ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების სახესთან მჭიდროდ დაკავშირებულ თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ზღვრული ტარიფი, ასევე სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურების - თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ზღვრული ტარიფიც. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალი ტარიფების დაწესებით ხორციელდება მათი შესაბამის რესურსთან დაშვების შეზღუდვა, რის გამოც ბაზრის ამ სეგმენტებზე იქმნება კონკურენციის დამაბრკოლებელი გარემოება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს შემოსულია შპს ”სერვისის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2546-08), რომელშიც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფი უკანონოდ ზღუდავს კონკურენციას ინტერნეტ ბაზარზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ, 2009 წლის 01 მაისის №211/23 გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით. კომისიამ, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს დაავალა, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან დაკავშირებული თანალოკაციის ფართთან დაშვების შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებების წარმოდგენა კომისიაში 2009 წლის 22 მაისამდე. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2009 წლის 5 ივნისს. კომისიის გადაწყვეტილება ავტორიზებულ პირებს გადაეგზავნათ 2009 წლის 5 მაისის №02/598-09, №02/599-09, №02/600-09, №02/601-09, №02/602-09 წერილებით, რომლითაც ასევე განესაზღვრათ კომისიაში წარმოსადგენი წერილობითი ინფორმაციის შინაარსი.
კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ იქნა კომისიის მიერ განსაზღვრული ვადების დაცვით, კერძოდ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1184-09), შპს ”ახალი ქსელების” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1181-09), შპს ”ივერია ქსელის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1177-09) და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1185-09) მიერ. შპს ”კავკასიის ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 28 მაისისათვის.
2009 წლის 5 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიის ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, რის შედეგადაც, კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №267/22 გადაწყვეტილებით, ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2009 წლის 03 ივლისს. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების დროის შესახებ დაინტერესებულ პირებს ეცნობათ კომისიის მიერ 2009 წლის 24 ივნისს, წერილებით (№02/908-09, №02/909-09, №02/908-09, №02/903-09, №02/904-09, №02/905-09, №02/906-09, №02/907-09).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისაგან, 2009 წლის 02 ივლისს, №02/1032-09 წერილით გამოთხოვილი იქნა კვლევისა და ანალიზისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია.
საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2009 წლის 03 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 17 ივლისი. 2009 წლის 03 ივლისის სხდომაზე, კონკრეტულ ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ეთხოვათ კომისიაში დამატებითი ინფორმაციის სრული და დროული წარმოდგენა. 2009 წლის 6 ივლისს №02/1040-09, №02/1039-09 და №02/1041-09 წერილებით, კომისიის მიერ ასევე გამოთხოვილ იქნა სხვა დამატებითი ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 17 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის”, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”ახალი ქსელების”, შპს ”ახტელის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”, შპს ”კავკასიის
ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” და შპს ”ივერია ქსელის” უფლებამოსილი წარმომადგენლები. სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, კვლევისა და ანალიზის შესახებ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნა დასრულებული სხდომისათვის, ავტორიზებული პირების მხრიდან, კომისიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის მიზეზით, რის გამოც შესაბამისმა დეპარტამენტმა იშუამდგომლა სხდომის გადადების შესახებ (კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 16 ივლისს, სამუშაო დღის ბოლოს).
კომისია, მიუთითებს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირისათვის, როგორც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის ან/და კვლევისა და ანალიზისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის, ასევე მათ შესახებ საკუთარი მომსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
კომისიამ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის საფუძველზე, მიზნაშეწონილად ჩათვალა განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის განმეორებით ჩატარება და გადაწყვეტილების მიღების ახალი თარიღის განსაზღვრა. კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით, კომისიის 2009 წლის 01 მაისი №211/23 გადაწყვეტილებით დაწყებილი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში, განმეორებითი ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2009 წლის 24 ივლისს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2009 წლის 27 ივლისს 16:00 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ.ბუთბაია).
5. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომდევნო სამუშაო დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
