წვდომის მენიუ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენი” -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 338 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2009

მიღების თარიღი ივლისი 17, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა „არველაძე ფაუნდეიშენმა”  (09.06.2009 N7/200-09) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

     როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენი”-ს განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი შექმნილია საქველმოქმედო მიზნებისთვის და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფეხბურთის განვითარება და ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდაჭერა და სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის ფონდს ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის კერძოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის შემოწირულობების მისაღებად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს „არველაძე ფაუნდეიშენს” ნუმერაციის რესურსი 0011 (ნული-ნული-ერთი-ერთი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „არველაძე ფაუნდეიშენს” ნუმერაციის რესურსი - 0011 (ნული-ნული-ერთი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის 17 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე;

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „არველაძე ფაუნდეიშენი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „არველაძე ფაუნდეიშენის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „არველაძე ფაუნდეიშენს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „არველაძე ფაუნდეიშენი“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის თავმჯდომარე                              ი.ჩიქოვანი

                        კომისიის წევრები                                         ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე                                  

                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები