წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შპს ”ჰაიკომის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 34 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს  ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჰაიკომმა” კომისიაში გაიარა ავტორიზაცია 2005 წლის  26 დეკემბერს ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებაზე და 2006 წლის 17 მარტს საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურებაზე, იგი არ ფლობს კომისიის მიერ გაცემულ რაიმე სახის ლიცენზიას.

  კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჰაიკომმა” კომისიას მომართა განცხადებით ავტორიზებულ პირთა რეესტრში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (25.12.2008 წ.).  განცხადებას თან ერთვის  შპს ”ჰაიკომის” 2008 წლის 17 დეკემბრის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს „ჰაიკომის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, შეიცვალა კომპანიის დირექტორი და ნაცვლად გიორგი სეთურიძისა დაინიშნა დავით ორჯონიკიძე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადებისა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, შეიცვალოს შპს „ჰაიკომის“ დირექტორი და ნაცვლად გიორგი სეთურიძისა შპს ”ჰაიკომის” დირექტორად განისაზღვროს დავით ორჯონიკიძე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                      ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ზ. ნონიკაშვილი    

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     კ. კვიტაიშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები