რიგი ავტორიზებული პირების სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2009
მიღების თარიღი ივლისი 23, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას წარმოებაში აქვს კომისის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (14.07.09 N10/342-09). სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე წარმოდგენილია რიგი ავტორიზებული პირების სია, რომლებსაც კომისიის წინაშე გააჩნიათ რეგულირების საფასურის დავალიანებები, ამავე დროს, რიგ კომპანიებს საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები კომისიაში, ხოლო მათ ნაწილს მართალია გარკვეული თანხები აქვთ ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე, მაგრამ იმის გამო, რომ არ აქვთ წარმოდგენილი გაანგარიშებები, ვერ დგინდება კომისიის მიმართ აღნიშნული პირების საგადასახადო ვალდებულება. კერძოდ,
1. 2009 წლის 14 ივლისის მდგომარეობით კომისიის წინაშე დავალიანება ერიცხებათ შემდეგ ავტორიზებულ პირებს:
ა) შპს „ალკომი“ – 5014.04 ლარი;
ბ) შპს „TV XXI” – 3,592.60 ლარი;
გ) სს „ეგრისი“ – 3,437.60 ლარი;
დ) შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი“ – 2,899.62 ლარი;
ე) შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ – 2,261.72 ლარი;
ვ) შპს „ჯეონეთი“ – 2,167.90 ლარი;
ზ) შპს „მეტაკომი“ – 2,079.90 ლარი;
თ) შპს „CTS” – 2,047.09 ლარი;
ი) შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ – 1,829.23 ლარი;
კ) შპს „ვემატელი“ – 1,735.87 ლარი;
ლ) შპს „ულტრაკომუნიკაციები“ – 1,174.54 ლარი;
მ) შპს „სტუდია ტვ“ – 1,002.13 ლარი;
ნ) შპს „მაქსტელი“ – 992.57 ლარი;
ო) შპს „ივერია ქსელი“ – 977.52;
პ) შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ – 669.46 ლარი;
ჟ) შპს „ოკრიბა ტვ +“ – 359.5 ლარი;
რ) შპს „სუფსა ტექნოკომი“ – 321.78 ლარი;
ს) შპს „კაჭრეთის ახალი ქსელები“ – 233.00 ლარი;
ტ) შპს „ბეტა ტვ“ – 139.8 ლარი;
უ) შპს „ალფაკომი“ – 110.43 ლარი;
ფ) შპს „ეკვანტ ჯორჯია“ – 64.95 ლარი;
ქ) შპს „მახათა“ – 49.3 ლარი;
ღ) შპს „ბუცეფალი“ – 40.24 ლარი;
ყ) შპს „სტერეო +“ – 20.00 ლარი;
2. კომისიაში რეგულირების საფასურის განგარიშებები არ წარმოუდგენიათ შემდეგ კომპანიებს:
შპს „SKY LANE”; შპს „ელსმენი“; სს „თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“; შპს „ავოე გე“; შპს „ორხევი“; შპს „ჯორჯიან ტელეკომი“; შპს „ავეტ“; შპს „ინტერკონნექტი - გე“; შპს „ორბელი“; შპს „იმერ სატი“; ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძე“; ინდ მეწარმე „ემზარ ზოიძე“; ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძე“; ინდ.მეწარმე „მამუკა ლეკიშვილი“; შპს „გეორგიან ისრაელ ვენჩერი“; შპს „ტირიფი“; შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯია“; შპს „კახეთის ტელეკომუნიკაცია“; შპს „იმედი“; შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.“ ინდ მეწარმე „ტარიელ თომაშვილი“, შპს „დეითაკომ ჯორჯია“; შპს „სხარტი“; შპს „BLACK SEA TELEKOM”; ინდ მეწარმე „კობა გიორგაძე“; შპს „გლობალ ტელეკომი“; ინდ.მეწარმე „ნატალია თოხაძე“, შპს „აქსის კომუნიკეიშენი“, შპს „მაკროინტელექტი“, შპს „ბროდბანდ 4 იუ“, შპს „გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - დათა ცენტრი“, შპს „ტი-ეს-ემ სისტემი“, შპს „ჯეოლაინ 2008 +“, შპს „ჯორჯიენმეგატიმბერი“, შპს „ვებკომი“, შპს „სინემა კახეთი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სტარტ ტივი“, შპს „კოსმო TV”, შპს „ივერია ინტერმედია“, შპს „გონეტი“, შპს „ვაიმაქს ჯორჯია“, შპს „ლიდერ ტივი“, შპს „აი ქეი ეფ ჯორჯია“, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ამაშუკელი“, შპს „საიტკომ საქართველო“, ინდ.მეწარმე „მევლუდ ჯანაშვილი“, შპს „გაერთიანებული კვანძები“, ინდ.მეწარმე „ელჩინ მამედოვი“, შპს „ფასტ ნეტი“, შპს „ქოლ ცენტრი“, შპს „გლობალ სელი“, შპს „მაიფონი“, შპს „FlyNet”, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ასათიანი“, ინდ.მეწარმე „ზურაბ ქობალია“, შპს „ნიუკომი“, შპს „CTV ჯორჯია“, შპს „ტესაკო“, შპს „ტექნონეტი“, სს „საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაცია“, ინდ.მეწარმე „ზვიად ქურდაძე ეი ტელ“.
3. რიგი ავტორიზებული პირების მიერ ჩარიცხულია რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე, მაგრამ კომისიაში არ არის წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად ვერ დგინდება აღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობები. კერძოდ, აღნიშნული კომპანიებია:
შპს „ფარაონი“, ინდ.მეწარმე „ზაზა ხინთიბიძე“, შპს „ერ&კომპანი ინტერნეიშენელ“, შპს „ჯი-სი-თი-ვი“, ინდ.მეწარმე „შაქრო ხუხია ატლანტიდა ტვ“, შპს „პაპი“, შპს „სისტემა +“, შპს „ტვ-კასპი“, შპს „ალიანსი ტვ“, შპს „ფირმა ჰორიზონტი“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2009 წლის 17 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ ავტორიზებულ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა, კომისიის 2009 წლის 23 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „გლობალ სელის“, შპს „საქართველოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კორპორაციის“, შპს „მახათას“, შპს „გაერთიანებული კვანძების“, შპს „ნიუკომის“, „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, შპს „ჯეონეთის“, შპს „CTV ჯორჯიას“ და შპს „ჰორიზონტის“ წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური ჩარიცხეს შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა:
ა) შპს „TV XXI”
ბ) შპს „ტელეკომპანია I სტერეო“
გ) შპს „მაქსტელი“;
დ) შპს „ივერია ქსელი“
ე) შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“;
ვ) შპს „ეკვანტ ჯორჯია“;
ზ) შპს „სტერეო +“;
თ) შპს „ბეტა ტვ“;
ი) შპს „სტუდია ტვ“;
შპს „ჯეონითისა“ და შპს „მეტაკომის“ მიერ გადახდილ იქნა თანხები კომისიის ანგარიშზე, თუმცა აღნიშნულ კომპანიებს, 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით კვალავ ერიცხებათ რეგულირების საფასურის დავალიანება: შპს „ჯეონეთს“ – 44.51 ლარი, ხოლო შპს „მეტაკომს“ – 1579.90 ლარი.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, რეგულირების საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინეს შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა:
შპს „აქსის კომუნიკეიშენი“, შპს „ჯორჯიენმეგატიმბერი“, შპს „ვებკომი“, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ამაშუკელი“, შპს „საიტკომ ჯორჯია“, შპს „გაერთიანებული კვანძები“, შპს „გლობალ სელი“, სს „საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაცია“, ინდ.მეწარმე „ზვიად ქურდაძე ეი ტელ“, შპს „ფირმა ჰორიზონტი“ შპს „კოსმო TV”.
კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ რიგი ავტორიზებული პირების მიერ ადგილი აქვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევას, ხოლო აღნიშნული კი წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სანქცირების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ყველა ავტორიზებულ პირს გაეგზავნა განმარტებითი წერილი და ოფიციალურად მოეთხოვა კანონის შესრულება.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპისათვის დარღვევა აღმოფხვრილ იქნა შემდეგი კომპანიების მიერ: შპს „TV XXI”, შპს „ტელეკომპანია I სტერეო“, შპს „მაქსტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, შპს „ეკვანტ ჯორჯია“, შპს „სტერეო +“, შპს „ბეტა ტვ“, შპს „სტუდია ტვ“, შპს „აქსის კომუნიკეიშენი“, შპს „ჯორჯიენმეგატიმბერი“, შპს „ვებკომი“, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ამაშუკელი“, შპს „საიტკომ ჯორჯია“, შპს „გაერთიანებული კვანძები“, შპს „გლობალ სელი“, სს „საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაცია“, ინდ.მეწარმე „ზვიად ქურდაძე ეი ტელ“, შპს „ფირმა ჰორიზონტი“ შპს „კოსმო TV”. შესაბამისად, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს, ამ ეტაპზე, ეპატიოთ დარღვევა და მათ მიმართ შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ დარღვევა, კერძოდ რეგულირების საფასურის დაგვიანებით ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე უნდა ეპატიოს, ასევე შპს „აიეტს“, რომელსაც კომისიის წინაშე ჰქონდა რეგულირების საფასურის დავალიანება და კომპანიის მიერ აღნიშნული დავალიანება ჩარიცხულ იქნა კომისიის ანგარიშზე დაგვიანებით. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, უნდა შეწყდეს შპს „აიეტი“-ს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებაც.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მახათას“, შპს „ნიუკომის“, „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, და შპს „CTV ჯორჯიას“ მიერ, 2009 წლის 23 ივლისისთვის არ იქნა აღმოფხვრილი დარღვევები, ამავე დროს, კომპანიის წარმომადგენლების მიერ, რომლებიც ესწრებოდნენ კომისიის სხდომას, არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რაც გააბათილებდა მათ მიერ ჩადენილი დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.
კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის განხილვა, იმ ავტორიზებული პირების მიმართ, რომლებსაც 2009 წლის 23 ივლისის მდგომარეობით კომისიის წინაშე კვლავ ერიცხებათ რეგულირების საფასურის დავალიანება და არც რეგულირების საფასურის გაანგარიშებები წარმოუდგენიათ, გადაიდოს კომისიის 2009 წლის 31 ივლისის სხდომისთვის, ვინაიდან, კომისიის 2009 წლის 23 ივლისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ 10 ავტორიზებული პირის წარმომადგენელი და შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინებები, მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომაზე და არ გამოცხადებულან, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა მიეცეთ საკუთარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ამავე დროს, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდოს შპს „ჯეონეთის“ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაც 2009 წლის 31 ივლისისთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირელი პუნქტისა, და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ეპატიოთ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დაგვიანებით ჩარიცხვა და ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა კომისიაში და შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემდეგი ავტორიზებული პირების მიმართ: შპს „TV XXI”, შპს „ტელეკომპანია I სტერეო“, შპს „მაქსტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, შპს „ეკვანტ ჯორჯია“, შპს „სტერეო +“, შპს „ბეტა ტვ“, შპს „სტუდია ტვ“, შპს „აქსის კომუნიკეიშენი“, შპს „ჯორჯიენმეგატიმბერი“, შპს „ვებკომი“, ინდ.მეწარმე „კონსტანტინე ამაშუკელი“, შპს „საიტკომ ჯორჯია“, შპს „გაერთიანებული კვანძები“, შპს „გლობალ სელი“, სს „საქართველოს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კორპორაცია“, ინდ.მეწარმე „ზვიად ქურდაძე ეი ტელ“, შპს „ფირმა ჰორიზონტი“ შპს „კოსმო TV”.
2. გაფრთხილდნენ შპს „მახათა“, შპს „ნიუკომი“, „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ და შპს „CTV ჯორჯია“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
3. უზრუნველყოს შპს „მახათამ“ 7 კალენდარული დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების - 49.3 ლარის ჩრიცხვა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;
-ა/ანგარიში: 7434136;
-კოდი: 220101956;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშო დღის ვადაში.
4. უზრუნველყონ: შპს „ნეოკომმა“, „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდმა“, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“, და შპს „CTV ჯორჯიამა“, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 7 კალენდარული დღის ვადაში;
5. გადაიდოს რიგი ავტორიზებული პირების სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 2009 წლის 31 ივლისის 16:00 საათისთვის.
6. დაევალო კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს რიგი ავტორიზებული პირების სანქცირებასთან დაკავსირებული ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge);
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორიზებული პირებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნისა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
