წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 349 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2009

მიღების თარიღი ივლისი 24, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 24 ივლისის N 35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე

            გადაწყვიტა:

1.  კომისიის №35 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 (შპს ”მაგთიკომსა” და შპს ”მაქსტელს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ),  მე-7 (სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ანდრეი ბუკინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ) და მე-11 საკითხები (შპს ”საქაერონავიგაციას”-თვის სიხშირეების მინიჭების შესახებ) დამატებითი შესწავლის მიზნით, გადატანილ იქნეს 2009 წლის 31 ივლისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-3 საკითხი (შპს ”საბატელსა” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 12 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების შესახებ) გადატანილ იქნეს 2009 წლის 21 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში; 

2.  კომისიის N 35 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) კერძო მაუწყებლობის № B72 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. გ.რატიშვილი - მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);         

3.  კომისიის 2009 წლის 24 ივლისის N 35 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები