წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 35 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია საქართველო” არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი და ფლობს კომისიის მიერ გაცემულ შემდეგ ლიცენზიებს: NN B21, B91,B99.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია საქართველომ” კომისიას მომართა განცხადებით, რომელსაც თან დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება N14789/007-7/4-784 შპს 20.02.2009, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში.

„მაუწყებლობ ის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში, შეიცვალოს შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ დირექტორი და დამფუძნებელი და ნაცვლად ბექა პაატაშვილისა  დამფუძნებლად და დირექტორად განისაზღვროს  გიორგი გეგეშიძე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                             ზ. ნონიკაშვილი       

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                          კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები