სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2009
მიღების თარიღი ივლისი 24, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N26.12.2008 N6/2965-08) მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-6 (რვა-ერთი-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.02.2009 წ.
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”
სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2009 წლის 12 თებერვალს. შესაბამისად, სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-ს მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.“, ხოლო ამავე მუხლის ვ) ქვეპუნტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტებით.
სს „გაერთაინებული ტელეკომის“ ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2009 წლის 24 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს 2007 წლის 24 ივლისიდან - 2009 წლის 24 ივლისამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების სამნიშნა კომბინაციით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ გამართულია 9 აუქციონი (იხ.დანართი N1). აუქციონებზე დაფიქსირებულმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურების ჯამმა შეადგინა 385,250.00 (სამას ოთხმოცდახუთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური (აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკული) სს „გაერთიანებული ტელეკომის“-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ერთ რესურსზე შეადგენს 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს (385,250:9=42,805.56).
კომისიის 2009 წლის 24 ივლისის სხდომაზე, სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბატონმა ლევან გიორგაძემ დაადასტურა ნუმერაციის რესურსით სარგებლობისდ N N20 ლიცენზიისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის, კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიას 2009 წლის 12 თებერვლიდან 10 წლით - 2019 წლის 12 თებერვლამდე;
2. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N20 ლიცენზიისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარით;
3. უზრუნველყოს სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 42,805.56 (ორმოცდაორი ათას რვაას ხუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის და სალიცენზიო მოსაკრებლის - 1000 (ერთი ათასი) ლარის 2009 წლის 24 აგვისტომდე გადახდა, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
4. სს ”გაერთიანებული ტელეკომი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
7. სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის 2009 წლის 24 აგვისტომდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N20 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
8. ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად, ამავე გადაწყვეტილების თანდართული დანართი N1.
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
