წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 353 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2009

მიღების თარიღი ივლისი 24, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სახელმწიფო რეგისტრაციის №5/4-3396, 2002 წლის 12 ნოემბერი) კომისიას მიმართა განცხადებით №17/01-2618, 01.07.09, (შემოსული № 7/238-09,03.07.09), კომისიის გადაწყვეტილებით №362/13 -27.06.08 მინიჭებული სიხშირეების, ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით. ამავე განცხადებით,  შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” კომისიას მიმართა თხოვნით, მინიჭებული სიხშირეებიდან ერთი წყვილი სიხშირის  (17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც)  არსებული მონაკვეთის (ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-4) ნაცვლად, განსხვავებულ მონაკვეთზე  (ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3)  გამოყენების უფლებით მინიჭება.      

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ, მინიჭებული სიხშირეები: 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც; და  23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გამოიყენება  ენერგოობიექტებს შორის, მონაკვეთებზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” სიხშირეების: 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც; და  23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც ახალი ვადით მინიჭება, რაც  გათვალისწინებულია, ენერგოობიექტებს    შორის  რადიოსარელეო    კავშირისთვის      და  გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

   ”ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29 -ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”  სიხშირეები 17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც;    17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც; 22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;  22526.0მჰც ± 14მჰც; და  23534.0მჰც ± 14მჰც; 8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც  ენერგოობიექტებს  შორის  მონაკვეთებზე:

ა)   ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა

       8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც  გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს

       500 მილივატისა;

ბ)   ელსადგური ენგურჰესის ანძა   - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა

      17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;

 გ)  ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3

      17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც; 

დ)   ვარციხეჰესი-4      -      ვარციხეჰესი-3

      17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც;

 ე)   ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220 

       22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;

 ვ)  ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1

        22414.0მჰც ± 14მჰც და  23422.0მჰც ± 14მჰც;

        22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც;

 ზ)  ვარციხეჰესი-1     -     ვარციხეჰესი-2

       22526.0მჰც ± 14მჰც და  23534.0მჰც ± 14მჰც;

      რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 200 მილივატისა,  ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)   1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს   (ს.შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  ამ  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის”  ჩაბარებისთანავე.   

კომისიის თავმჯდომარე                                                          ი.ჩიქოვანი                                                                         

          კომისიის     წევრი                                                                              ს.ბრიტანჩუკი

         კომისიის    წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

         კომისიის    წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

         კომისიის    წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები