წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 358 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N 36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

                გადაწყვიტა:         

1.  კომისიის N 36 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) სს ”გაერთიანებული ტელეკომი”-სთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი);

2.  კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N 36 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                         ი. ჩიქოვანი

     კომისიის წევრი                                                              კ. კვიტაიშვილი

     კომისიის წევრი                                                              ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                              ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                              ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები