საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების შესახებ

ნომერი: 359 / 9

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2009

მიღების თარიღი ივლისი 31, 2009

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”, 2008 წლის 18 დეკემბერს განცხადებით მიმართა  კომისიას (№1483), სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის  განხილვის მოთხოვნით. განცხადებაში, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ასაჩივრებდა სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ქსელის ელემენტებთან დაშვებისათვის აუცილებელი თანალოკაციის ფართით სარგებლობის ფასს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 13 თებერვალს, კომისიაში შემოსულია შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” განცხადება №1510 (კომისიაში რეგისტრაციის №6/334-09), რომელშიც განმცხადებელი ითხოვს კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნას თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფის კანონიერება და დადგინდეს, როგორც ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო მომსახურების სახესთან მჭიდროდ დაკავშირებულ თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ზღვრული ტარიფი, ასევე სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურების - თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების ზღვრული ტარიფიც. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალი ტარიფების დაწესებით ხორციელდება მათი შესაბამის რესურსთან დაშვების შეზღუდვა, რის გამოც ბაზრის ამ სეგმენტებზე იზღუდება კონკურენცია.          

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში 2008 წლის 27 ოქტომბერს, შემოსულია შპს ”სერვისის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2546-08), რომელშიც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ დადგენილი თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფები უკანონოდ ზღუდავს კონკურენციას ინტერნეტით მომსახურების ბაზარზე.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ 2009 წლის 01 მაისის №211/23 გადაწყვეტილებით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით. კომისიამ, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურების მიმწოდებელ  ავტორიზებულ პირებს დაავალა, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან დაკავშირებული თანალოკაციის ფართთან დაშვების შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა, არაუგვიანეს 2009 წლის  22 მაისამდე. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2009 წლის 5  ივნისს. კომისიის 2009 წლის 01 მაისის №211/23  გადაწყვეტილება ავტორიზებულ პირებს გადაეგზავნათ 2009 წლის 5 მაისის №02/598-09, №02/599-09, №02/600-09, №02/601-09, №02/602-09 წერილებით, რომლითაც ასევე განესაზღვრათ კომისიაში წარმოსადგენი წერილობითი ინფორმაციის შინაარსი.

კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილ იქნა კომისიის მიერ განსაზღვრული ვადების დაცვით, კერძოდ სს ”გაერთიანებული ტელეკომის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1184-09), შპს ”ახალი ქსელების” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1181-09), შპს ”ივერია ქსელის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1177-09) და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1185-09) მიერ. შპს ”კავკასიის ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 28 მაისისათვის.  

კომისიაში, 2009 წლის 5 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომა, კომისიის ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, რის შედეგადაც, კომისიის 2009 წლის 22 ივნისის №267/22 გადაწყვეტილებით, ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2009 წლის 03 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 17 ივლისი. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების დროის შესახებ დაინტერესებულ პირებს ეცნობათ კომისიის მიერ 2009 წლის 24 ივნისს,  წერილებით (№02/908-09, №02/909-09, №02/908-09, №02/903-09, №02/904-09, №02/905-09, №02/906-09, №02/907-09).

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისაგან, 2009 წლის 02 ივლისს, №02/1032-09 წერილით გამოთხოვილ იქნა კვლევისა და ანალიზისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. 2009 წლის 03 ივლისის სხდომაზე, ბაზრის კონკრეტულ სეგმენტებზე  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ეთხოვათ კომისიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის სრული და დროული წარმოდგენა. 2009 წლის 6 ივლისს №02/1040-09, №02/1039-09 და  №02/1041-09 წერილებით, კომისიის მიერ ასევე გამოთხოვილ იქნა სხვა დამატებითი ინფორმაციაც.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 17 ივლისის  სხდომაზე, გამოცხადდნენ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის”, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”ახალი ქსელების”,  შპს    ”ახტელის”,   შპს     ”აჭარის ელექტროკავშირის”,     შპს      ”კავკასიის

ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” და შპს ”ივერია ქსელის” უფლებამოსილი წარმომადგენლები. სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, კვლევისა და ანალიზის შესახებ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნა სხდომისათვის დასრულებული, ავტორიზებული პირების მხრიდან, კომისიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის მიზეზით, რის გამოც შესაბამისმა დეპარტამენტმა იშუამდგომლა  სხდომის გადადების შესახებ (კვლევისათვის საჭირო ინფორმაციის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 16 ივლისს, სამუშაო დღის ბოლოს).

კომისიამ, მიუთითა რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირისათვის,  როგორც  კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის ან/და კვლევისა და ანალიზისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის, ასევე მათ შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის შუამდგომლობის დაკმაყოფილება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების მიზნით, კომისიის 2009 წლის 01 მაისის №211/23 გადაწყვეტილებით დაწყებილი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში, კომისიის 2009 წლის წლის 17 ივლისის №336/22 გადაწყვეტილებით, განმეორებითი ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2009 წლის  24   ივლისს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის 27 ივლისის 16:00 საათი. კომისიის 2009 წლის წლის 17 ივლისის №336/22 გადაწყვეტილება, ასევე ცნობა საჯარო გაცნობისათვის, გამოქვეყნდა კომისიის ინტერნეტ გვერდზე, ხოლო დაინტერესებულ პირებს შეტყობინებები გადაეგზავნათ 2009 წლის 21 ივლისის №02/1357-09, №02/1358-09, №02/1359-09, №02/1360-09, №02/1361-09, №02/1362-09 და №02/1363-09 წერილებით.

 კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 24 ივლისს, კომისიაში ჩატარდა განმეორებითი ზეპირი მოსმენა, რომელზედაც კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა 2009 წლის 21 ივლისის დასკვნა  ”ოპერატორების  თანალოკაციის ფართებთან დაშვებისა და ამ მომსახურებაზე დადგენილი  ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე” (გადაწყვეტილების დანართი №1) და გადაწყვეტილების პროექტი, რომელთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარმოადგინეს შპს ”კავკასუს ონლაინის”, შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელის” და სს ”გაერთიანებულმა ტელეკომის” უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებებით, მინიმალური ჩარევის პრინციპიდან გამომდინარე, სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრისას, დარეგულირდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ თანალოკაციის ფართთან დაშვების პირობები, კერძოდ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტებით და კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებების მე-8 და მე-10 პუნქტებით. აღნიშნული კვლევისა და ანალიზის მიმდინარეობისას, მოხდა ბაზრის შესაბამისი მომსახურების სახეების და გეოგრაფიული ზონების განსაზღვრა. კომისიის მიერ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დადგენის შედეგად, ამ პირების მიერ მოხდა მომსახურების შეთავაზების ანუ ”მოწვევის ოფერტების” საჯაროდ გამოქვეყნება, რომლებშიც, სხვა პირობებთან ერთად, აისახა თანალოკაციის ფართით სარგებლობის პირობებიც.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის მიერ, ზემოხსენებული გადაწყვეტილებებით დავალდებულებული და ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა, კომისიაში წარმოდგენილია განცხადებები, სახაზო-საკაბელო სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების და ადგილობრივ ქსელში ზარის წამოწყება-დასრულების (ურთიერთჩართვის) ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის - სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ, კონკურენციის შეზღუდვის შესახებ. არსებული პრეტენზიები ცხადყოფს, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო  ბაზრის სეგმენტზე, ისევე, როგორც სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა საჭიროებს დამატებით რეგულირებას და დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებას. კვლევისა და ანალიზის შედეგად, კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების დადასტურების შემთხვევაში, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ  უნდა დააკონკრეტოს  ბაზრის ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  პირებისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობები, საბაზრო ძალაუფლების ფაქტობრივი გამოყენების ხასიათიდან გამომდინარე, თანალოკაციის ფართით სარგებლობის ნაწილში. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დადგინილია ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების და ე.წ. ”დაილაპ” ინტერნეტ მომსახურების გამოძახებების) საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებთან მჭიდროდ დაკავშირებულ - თანალოკაციის ფართთან  (ქსელის შესაბამის ელემენტთან)  დაშვების მომსახურების სახე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორებს: სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს”, შპს ”საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ”ივერია ქსელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) საჯაროდ გამოქვეყნების პირობებით, რომელშიც სხვა პირობებთან ერთად ასახული უნდა ყოფილიყო:

-  კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის მიერ, საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების  მიწოდებისათვის საჭირო კონკრეტული თანალოკაციის ფართების მისამართი, თავისუფალი თანალოკაციის ფართის ფართობი, ამ ფართზე დაშვების პირობები, მათ შორის არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვის, ამ ფართზე ურთიერთჩართული  ოპერატორის მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაშვების, საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიით, წყლით, კონდიცირებით უზრუნველყოფის პირობები, შესაბამისი საფასურის მითითებით; თანალოკაციის ფართზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებები და პროცედურები (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ”ა.ზ” ქვეპუნქტი);

- კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებისა და დამატებითი სიმძლავრეების (მათ შორის, დამატებითი თანალოკაციის ფართის) გამოყოფის პროცედურები და პირობები (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ” ა.თ ” ქვეპუნქტი).

კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორებს, ასევე დაეკისრათ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება და ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება. სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს”, შპს ”საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ”ივერია ქსელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირებს, დაევალათ შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, უზრუნველეყოთ   საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების და მათი ფუნქციონალურ რესურსების (მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი თანალოკაციის ფართების) ფუნქციური და ტექნიკური მახასიათებლების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტის ” ა ” ქვეპუნქტი).

კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში, სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, შპს ”ახალ ქსელებს”, შპს ”ახტელს”, შპს ”საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას”, შპს ”ივერია ქსელს” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირს დაეკისრათ შემდეგი კონკრეტული პირობა:

ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ”საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ, თანალოკაციის ფართთან დაშვების განახორციელება არადისკრიმინაციული  ტარიფით, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ეკვივალენტურ კომერციულ ფართებზე დადგენილ საბაზრო ფასებს” (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტის ” ბ ” პუნქტი).

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელითაც განხორციელდა ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევა და ანალიზი, ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი და  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრა, როგორც მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები  და აღნიშნულ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ ცნობილ იქნა ასევე: სს ”გაერთიანებულ ტელეკომი”, შპს ”ახალ ქსელები”, შპს ”ახტელი”, შპს ”საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაცია”, შპს ”ივერია ქსელი” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”.

კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე მნიშვენლოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, კერძოდ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაევალათ:

- კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიულ საზღვრებში,  ადგილობრივი დაშვების ქსელის კონკრეტული თანალოკაციის ფართის მისამართის, თავისუფალი თანალოკაციის ფართის ფართობის, ამ ფართზე დაშვების პირობების, მათ შორის არასაქციონირებული შეღწევისაგან დაცვის, ამ ფართზე ავტორიზებული პირის მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაშვების, ელექტროენერგიით და საჭიროების შემთხვევაში წყლით, აგრეთვე კონდიციონირებით უზრუნველყოფის პირობების, (შესაბამისი საფასურის  მითითებით) გამოქვეყნება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ”  ა.ვ ” ქვეპუნქტი);

- თანალოკაციის ფართზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება და პროცედურების დადგენის უზრუნველყოფა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ”  ა.ზ ” ქვეპუნქტი);

- თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურების და პირობების, მათ შორის ვადის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეს, დადგენა და გამოქვეყნება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ”  ა.თ ” ქვეპუნქტი);

კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ასევე დაეკისრათ დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის, ასევე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის  სპეციფიკური ვალდებულებები.

კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, სპილენძის სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაეკისრსათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, კერძოდ 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მომხდარიყო სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) საჯაროდ გამოქვეყნება, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო: 

- კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიულ საზღვრებში  ადგილობრივი დაშვების ქსელის კონკრეტული თანალოკაციის ფართის მისამართი, თავისუფალი თანალოკაციის ფართის ფართობი, ამ ფართზე დაშვების პირობები, მათ შორის არასაქციონირებული შეღწევისაგან დაცვის, ამ ფართზე ავტორიზებული პირის მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაშვების, ელექტროენერგიით და საჭიროების შემთხვევაში წყლით, აგრეთვე კონდიციონირებით, უზრუნველყოფის პირობები, შესაბამისი საფასურის  მითითებით (კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-პუნქტის ”ა.ვ” ქვეპუნქტი);

- თანალოკაციის ფართზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებები და პროცედურები; (კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-პუნქტის ”ა.ზ” ქვეპუნქტი);

- თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეს; (კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-პუნქტის ”ა.თ” ქვეპუნქტი).

კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, დაეკისრათ დაშვების ვალდებულება, კერძოდ დაევალათ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში, თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან მსურველი ავტორიზებული პირების  შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულმა ავტორიზებულმა პირებმა, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების და კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს მომსახურების მიწოდების პირობები ანუ ე.წ ”მოწვევის ოფერტები”, რომლებიც გამოქვეყნდა კომისიის ინტერნეტ გვერდზე.

კომისია, მიუთითებს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-17 და მე-20 მუხლებზე და დანართ №1-ზე, რომლის თანახმად, გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შესაბამისად, განხორციელებული ანგარიშსწორების თანხები მიეკუთვნება იმ დანახარჯებს, რომლებიც განაწილებულია უშუალოდ დაკავშირებულ საცალო მომსახურების სახეებზე. შესაბამისად, კონკრეტული ოპერატორის მიერ აბონენტისათვის შეთავაზებული საცალო მომსახურების ტარიფების სტრუქტურაში, უშუალოდ აისახება ოპერატორების მიერ დადგენილი, თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფების ოდენობებიც, რაც ზღუდავს დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირს კონკურენტული ტარიფებით მიაწოდოს საკუთარ აბონენტებს საცალო სატელეფონო მომსახურების სახეები. კომისია თვლის, რომ აღნიშნული მდგომარეობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზღუდავს კონკურენციას, როგორც ურთიერთჩართვის საბითუმო, ასევე ზარის წამოწყება-დასრულების საცალო ბაზრის სეგმენტებზე და მოითხოვს მისი მხრიდან დამატებით მარეგულირებელ ჩარევას.

            კომისია, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 2009 წლის 21 ივლისის დასკვნის საფუძველზე, კონკურენციის მარეგულირებელი დამატებითი პირობების დადგენისას, ეყრდნობა, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესებს” და დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ბაზრის კონკრეტულ შესაბამის სეგმენტზე აშკარად იკვეთება არადროებითი ხასიათის და არასისტემური მაღალი შესვლის დაბრკოლებების არსებობა, რომელიც განპირობებულია კომისიის მიერ განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე ავტორიზებული პირის მიერ, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და დამატებითი, კონკურენციის მარეგულირებელი ღონისძიებების მიუღებლობის, ანუ კომისიის მხრიდან, დამატებითი მარეგულირებელი ჩარევის, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა შეუძლებელია, თანალოკაციის ფართთან დაშვების ნაწილში.

 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების დაკონკრეტების მიზნით, გამოკვლეულ და გაანალიზებულ იქნა ბაზრის ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე, თანალოკაციის ფართთან დაშვების ნაწილში არსებული ვითარება, შესწავლილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები და კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 2009 წლის 21 ივლისის დასკვნა   ”ოპერატორების  თანალოკაციის ფართებთან დაშვებისა და ამ მომსახურებაზე დადგენილი  ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე” (იხ. დანართი №1).

კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების მიერ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურებისთვის დანახარჯებზე არაორინტირებული და არაგამჭვირვალე ტარიფების დაწესება, კანონმდებლობით დაუშვებელი სატარიფო სუბსიდირების განხორციელება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის თანალოკაციის ფართთან დაშვების შეზღუდვა ხარჯებზე არაორიენტირებული ტარიფის დაწესებით, ბაზრის ამავე სეგმენტებზე მოქმედი ან/და მსურველი (ახალი შემომსვლელი) ავტორიზებული პირებისათვის ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი გარემოებაა, რომელიც ზღუდავს მათ მიერ საქმიანობის დაწყებას, ამ სეგმენტებზე მოქმედი ოპერატორებისაგან ეკონომიკურად კონკურენტული ტარიფებით ურთიერთჩართვის ან/და დაშვების მომსახურების მიღებას და მათ შესაძლებლობას, საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენცია გაუწიონ მოქმედ ოპერატორებს და უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებლებისათვის სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო, მათ შორის, სატელეფონო მომსახურების სახეები.

კომისია აღნიშნავს, რომ დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება კონკრეტული ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოყოფილ ურთიერთჩართვის თანალოკაციის ფართზე დაფუძნებულ წერტილებში. ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორის შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება მიმწოდებელი პირის საკუთარ თანალოკაციის ფართზე (ფიზიკური თანალოკაცია) არსებითი წინაპირობაა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების - არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი პირობებით დაშვების მსურველ ავტორიზებულ პირებთან ურთიერთჩართვის განხორციელებისათვის. თანალოკაციის თავისუფალ ფართზე დაშვების შეზღუდვა არაგონივრულად მაღალი ტარიფების (საფასურის) დაწესებით ან დისკრიმინაციული პირობების დადგენით, ზღუდავს ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორის შესაძლებლობას,  წარმატებულად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი პირობებით განახორციელონ მიმწოდებელი ოპერატორის ქსელებთან და საშუალებებთან დაშვება და ურთიერთჩართვა, რაც შინაარსით წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდავ ქმედებას. თანალოკაციის ფართთან დაშვების მომსახურება ურთიერთჩართვის მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული მომსახურების სახეა და თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფიც, ისევე როგორც ურთიერთჩართვის ტარიფი, ხარჯებზე ორიენტირებული უნდა იყოს. 

კომისია აღნიშნავს, რომ დანახარჯებზე არაორიენტირებული, არაგონივრულად მაღალი ტარიფით იმ თანალოკაციის ფართის გამოყოფა, რომელიც ურთიერთჩართვის ან/და დაშვების განხორციელებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი რესურსია, შედეგად იწვევს ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლების შექმნას და ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ან მსურველი (ბაზარზე შემომსვლელი ახალი) ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის დაწყებას, ან მის გაფართოებას, ამ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას, მათ შესაძლებლობას კონკურენცია გაუწიონ მოქმედ ოპერატორებს, უფრო ფართო და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გახადონ ბოლო მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურება. კომისიის აზრით, თანალოკაციის ფართთან დაშვების მაღალი ტარიფის დადგენით შესაძლებელია შეიზღუდოს კონკურენცია არა მარტო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე და სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, არამედ საცალო ბაზარის  მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზეც, ვინაიდან თანალოკაციის ფართთან არაგონივრულად გაზრდილი დაშვების ტარიფი უშუალოდ ახდენს გავლენას ურთიერთჩართვისა და, შესაბამისად, საცალო მომსახურების ტარიფების ოდენობაზე, ისევე როგორც ინტერნეტის მომსახურების საცალო ტარიფებზე.

ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოძრავი და ფიქსირებული საკომუნკაციო ქსელის მფლობელი, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების საბაზრო უპირატესობა ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციული ხასიათისაა და სათანადო სიდიდის თავისუფალ თანალოკაციის ფართთან დაშვების შეზღუდვა, ხარჯებზე არაორინეტირებული ტარიფების დაწესებით, ან არსებითი ხასიათის ინფორმაციის მიღების შეზღუდვით, ურთიერთჩართვის ბაზრის, ისევე როგორც სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ბაზარის სეგნემტზე დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი ავტორიზებული პირებისათვის შესვლის დაუძლეველი დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია.

კომისია, ”ოპერატორების  თანალოკაციის ფართებთან დაშვებისა და ამ მომსახურებაზე დადგენილი  ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე” კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 21 ივლისის დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო  ბაზრის სეგმენტზე, ისევე, როგორც სახაზო-საკაბელო სპილენძის სააბონენტო წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ბაზარზე, კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 და 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებები კონკურენციის უზრუნველსაყოფად უნდა დაკონკრეტდეს თანალოკაციის ნაწილში.

 

               უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რიგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ირღვევა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კანონის აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე ავტორიზებულ პირს ევალება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით,  უზრუნველყოს  საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს გარკვეული ვადის განსაზღვრა, აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.                        

                      კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებაში, მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს თანალოკაციის ფართთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულების პირობები, თანალოკაციის ფართთან დაშვების ნაწილში და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე ავტორიზებულ პირებს მიზანშეწონილია, დამატებით სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებასთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების და მათი ფუნქციონალური რესურსების (მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი თანალოკაციის ფართის) უზრუნველყოფის პირობებიც დაუდგინდეთ. კომისია, მინიმალური ჩარევის პრინციპის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად თანალოკაციის ფართთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენას, თუმცა  მიიჩნევს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 21 ივლისის დასკვნა მიღებულ უნდა იქნას ცნობად და კონკრეტული გეოგრაფიული ზონის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფები, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი ანუ გადანგარიშებული უნდა იქნას ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული ხარჯების განაწილების წესის შესაბამისად.

 

                კომისია ასევე მიუთითებს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ბოლო მომხმარებლებისათვის მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს, იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ცნობილი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად, აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით, სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის, ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომელთაც დაკისრებული აქვთ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის განსაზღვრული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, ეკისრებათ ვალდებულება თანალოკაციის ფართთან დაშვება განახორციელონ დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. შესაბამისად, ავტორიზებული პირი, მიუხედავად კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფისა, ვალდებულია  დაადგინოს ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფები და მოთხოვნის შემთხვევაში დაასაბუთოს დადგენილი ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობა.

            კომისიამ, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-11 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების,მე-19, მე-20, 23-ე, 28-ე და 29-ე-35-ე მუხლების, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 21 ივლისის №1 დასკვნა ”ოპერატორების  თანალოკაციის ფართებთან დაშვებისა და ამ მომსახურებაზე დადგენილი  ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე” მიჩნეულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

2. კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილების მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისი ”დ” პუნქტი:

”დ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, უზრუნველყოს   საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან - სახაზო-საკაბელოო სააბონენტო სპილენძის წყვილის ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებასთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების და მათი ფუნქციონალური რესურსების (მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი თანალოკაციის ფართების) ფუნქციური და ტექნიკური მახასიათებლები კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე”;

3.  კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარისის ”ე” პუნქტი:

 ”ე) მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებს, დაევალოთ მათ მიერ   სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ზონის გეოგრაფიულ საზღვრებში,  ადგილობრივი დაშვების ქსელის კონკრეტული თანალოკაციის ფართის რესურსთან დაშვების ტარიფების გადაანგირიშება, კერძოდ მისი კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2009 წლის 21 ივლისის №1 დასკვნის შესაბამისად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.

4.  კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9  გადაწყვეტიელბის მე-12 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარისის ”ზ” პუნქტი:

”ზ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებს, დაევალოთ მათ მიერ   ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის მომსახურების ზონის გეოგრაფიულ საზღვრებში,  ადგილობრივი დაშვების ქსელის კონკრეტული თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფების გადაანგარიშება და დადგენა, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2009 წლის 21 ივლისის №1 დასკვნის შესაბამისად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.

5. 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა,  ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამის, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ თანალოკაციის ფართთან დაშვება განახორციელოს არადისკრიმინაციული  ტარიფით, რომლის ოდენობაც უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული და უნდა შეესაბამებოდეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 21 ივლისის №1 დასკვნით განსაზღვრულ მოდელს”.

6.  დაკონკრეტდეს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9  და 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯებისა განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება შემდეგი დამატებითი პირობებით:

ა) კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით  და 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებების მე-7 პუნქტით განსაზღვრულმა ავტორიზებულმა პირებმა, მათ მიერ დადგენილი თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფები გაიანგარიშონ, ხოლო სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა”, მათ მიერ დადგენილი თანალოკაციის ფართთან დაშვების ტარიფი გადაიანგარიშონ, არაუგვიანეს 2009 წლის პირველ სექტემბრამდე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 21 ივლისის №1 დასკვნით განსაზღვრული მოდელის შესაბამისად;

ბ)  კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით და 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებების მე-7 პუნქტით განსაზღვრულმა ავტორიზებულმა პირებმა უზრუნველყონ, არაუგვიანეს 2009 წლის 01 სექტემბრამდე, მათი მომსახურების მიწოდების წინადადებების -  ”მოწვევის ოფერტების” ამ გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და კომისიაში წარმოდგენა;

გ) კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით და 2007 წლის 20 ივლისის №400/9  გადაწყვეტილებების მე-7 პუნქტით განსაზღვრულმა ავტორიზებულმა პირებმა უზრუნველყონ:

გ.ა) ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ ფუნქციონალურ რესურსებთან დაშვებისათვის საკმარისი თანალოკაციის თავისუფალი ფართების არსებობა;

გ.ბ) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების ასახვა შესაბამის ხელშეკრულებებში, 2009 წლის პირველ ოქტომბრამდე.

7. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2009 წლის 03 აგვისტოდან.

8.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში.

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).     

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                              ა. სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი  

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები